TBC logo

პერსონალური ბანკირი (დეკრეტის შემცვლელი) - ბათუმის ს/ც 13

TBC
21 hours ago
Full-time
On-site
Batumi, 04

JobsCloseBy Editorial Insights

ბათუმის თიბისი ბანკის ფილიალში პერსონალური ბანკირი (დეკრეტის შემცვლელი) არის მთელი დროის, onsite პოზიცია, რომელიც ითვალისწინებს ახალი კლიენტების მოზიდვას, არსებულ კლიენტებზე პორტფოლში პროდუქტების გაყიდვას, ბანკის ნებისმიერ პროდუქტზე კონსულტაციას, ახალი პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, პორტფალის კლიენტებზე სრულყოფილ საინფორმაციო პროფილების შექმნას და ბაზის მუდმივ განახლებას, პორტფელში კლიენტების კმაყოფილებისა და ლოიალობის გაზრდას, მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას და გაყიდვების გეგმას შესრულებას. კანდიდატისათვის საკვალიფიკაციო პრიორიტეტებია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბანკის ფილიალში, კრედიტის გამოცდილება, რუსული და ინგლისური ენა, გაყიდვების უნარ-ჩვევები და პრეზენტაციის უნარები. აპლიკაციისთვის ორი მნიშვნელოვანი რჩევა: გამოავლინეთ KPI-ზე დაფუძნებული შედეგები და დააყენეთ კონკრეტული გაყიდვის მაგალითები, დაასახელეთ სტრესული სიტუაციების მართვის უნარები და გვაჩვენეთ გუნდში მუშაობის გამოცდილება.


კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

შენ, როგორც პერსონალური ბანკირი:

  • ჩართული იქნები ახალი კლიენტების მოზიდვის პროცესში;
  • გაზრდი პორტფელში არსებული კლიენტების მოხმარებულ პროდუქტებს;
  • კონსულტაციას გაუწევ პორტფელში არსებულ კლიენტებს ბანკის ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით;
  • კონცეპტ კლიენტებს მიაწვდი ინფორმაციას ბანკის ახალი პროდუქტებისა და სხვა სიახლეების შესახებ;
  • პორტფელში არსებული კლიენტების შესახებ შექმნი სრულყოფილ საინფორმაციო პროფაილს, მუდმივად გააკონტრლებ საინფორმაციო ბაზას;
  • გაზრდი პორტფელში არსებული კლიენტების კმაყოფილებას და ლოიალობას;
  • მოაგვარებ კონცეპტ კლიენტების მომსახურების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს;
  • შეასრულებ დაწესებულ გაყიდვების გეგმას.

ველოდებით გამოხმაურებას, თუ:

  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებულ
  • ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
  • გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი

კვალიფიკაცია

  • ბანკის ფილიალებში, მრჩევლის პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 1  წლიანი გამოცდილება;
  • გამოცდილება საკრედიტოს მიმართულებით;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • გაყიდვების უნარ-ჩვევების გამოყენების, პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.